LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ტერორიზმის დონემ “კრიტიკულამდე” აიწია

77

მანჩესტერში, კონცერტზე მომხდარი აფეთქების საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს, ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს.

ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის, სალმან აბედის ძმაა.

საკონცერტო დარბაზის „მანჩესტერ არენა“ ფოიეში მომხდარი აფეთქების შედეგად ორშაბათს 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის – ბავშვებიც იყვნენ. 59 ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.  პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მანჩესტერის პოლიცია ვარაუდობს, რომ თავი 22 წლის სალმან აბედიმ აიფეთქა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ის მანჩესტერში დაიბადა, აბედის მშობლები ინგლისში საცხოვრებლად ლიბიიდან ჩამოვიდნენ.

როგორც „ბიბისისთვის“ გახდა ცნობილი, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აბედი ლიბიაში იმყოფებოდა.

დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე „სერიოზულიდან“ მაქსიმალურ დონეზე, „კრიტიკულზე“ ავიდა.

პოლიციელებთან ერთად ბრიტანეთის ქალაქებში წესრიგს 3 800  ჯარისკაციც დაიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები