LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში საუკეთესო ენდი მარეია

30

ენდი მარეი ВВС-ის ვერსიით ბრიტანეთში წლის სპორტსმენად დაასახელეს.
ჩოგბურთელმა მსოფლიოს სპორტის 11 ვარსკვლავის კონკურენციას გაუძლო.

გასულ სეზონზე მარეიმ АТР-ის ოთხი ტურნირი მოიგო. ბრიტანელი Australian Open-ის ფინალამდე და როლან გაროსისა და უიმბლდონის ნახევარ ფინალამდე მივიდა. ნოემბერში მარეი ბრიტანეთს დევისის თასის მოგებაში დაეხმარა, ეს კი 1936 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ВВС-ის ვერსიით, წლის სპორტსმენების ჩამონათვალში მეორე პოზიცია რაგბისტმა კევინ სინფილდმა დაიკავა, სამეულს კი მძლეოსანი ჯესიკა ენის-ჰილი ასრულებს. საუკეთესოს წოდებაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ: ტაისონ ფიური (კრივი), ლიზი არმიტსტედი (ველოსპორტი), ლუისი ბრონზი (ფეხბურთი), მო ფარახი (მძლეოსნობა), კრის ფრუმი (ველოსპორტი), ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1), ადამ პიტი (ცურვა), გრეგ რაზერფორდი (მძლეოსნობა) და მაკს უიტლოკი (სპორტული ტანვარჯიში).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები