ქართული წარმოების პირბადე მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის მქონე 5 პირბადეს შორის დასახელდა. საუბარია ბრენდ Spilow-ს პირბადეებზე, რომელზეც ბრიტანული გამოცემმა the sun წერს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ბრენდის პირბადე, ისეთი ცნობილი და პრესტიჟული კომპანიების პირბადეებთან ერთად მოხვდა საუკეთესოთა ხუთეულში, როგორებიცაა: Dolce&Gabbana, Emilio Pucci, Lanvin და Lauren Ruth.
ბრიტანული გამოცემა the sun მომხმარებელს Spilow-ს პირბადის შესახებ მცირე ინფორმაციასაც აწვდის და აღნიშნავს, რომ იგი დამზადებულია 100%-იანი პრემიუმ ბამბისგან, გააჩნია ორი რბილი ელასტიკური თოკი, რომლითაც ყურზე მაგრდება და საკმაოდ მოსახერხებელია მომხმარებლისთვის.