მწეველების რაოდენობამ ინგლისში რეკორდულად მოიკლო. „ბიბისის“ ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ 2012 წელს ბრიტანელების 19.3% იყო მწეველი, 2015 წელს კი მათი რაოდენობა 16.9%-მდე შემცირდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ბევრ მწეველს ელექტრო სიგარეტი დაეხმარა მავნე ჩვევისთვის თავის განებებაში.
2,5 მლნ მწეველიდან, რომლებმაც სცადეს გასულ წელს სიგარეტზე უარი ეთქვათ, მხოლოდ 20%-მა შეძლო მიზანს მიეღწია.
სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანი 28 დღის მანძილზე შეძლებს, არ მოწიოს სიგარეტი, სამუდამოდ უარის თქმა მავნე ჩვევაზე ძალიან მარტივი ხდება.