ხუთშაბათს გაერთიანებულ სამეფოში კორონაირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდას დაიწყებენ.
ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.
„მეცნიერების ჯგუფს ოქსფორდიდან დღესვე გადავურიცხავ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს. მოხალისეებს, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობენ, ვაქცინა გაუკეთდებათ და ტესტების ჩატარება დაიწყება“, – აცხადებს მეთ ჰენკოკი.
ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთში ვაქცინაზე არა მხოლოდ ოქსფორდის მეცნიერები მუშაობენ, არამედ ლონდონის საიმპერატორო კოლეჯშიც.
3500 ფუნტი: ადამიანები კორონავირუსით ძალით დაინფიცირებას თანხმდებიან, ამისთვის კარგად უხდიან
ლაბორატორია გეგმავს 24 მოხალისის მოძებნას. იგეგმება მათი დავურუსება Covid-19-ის არც თუ ისე საშიში შტამებით.
ხელისუფლება ვაქცინაზე მომუშავეებისთვის 43 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფას გეგმავს.
„ეს ჯერჯერობით იმედია. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, იქნება თუ არა ვაქცინა საიმედო ამ ვირუსის წინააღმდეგ. ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ ორ კითხვაზე: რამდენადაა ვაქცინა უსაფრთხო, და მეორე, როგორი გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ვაქცინას“, – განაცხადა ოქსფორდის პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა.
კიდევ ერთი მეთოდი პანდემიასთან ბრძოლის არის კორონავირუსის დამადასტურებელი ტესტების მაქსიმალურად ფართოდ გამოყენება.
მესამე მეთოდი თავი დავიცვათ დაინფიცირებისგან არის ნიღბების ტარება ქუჩაში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ოფისებში.
ბერლინის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, რომ ნიღბების ტარება აუცილებელი აქსესუარი გახდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მგზავრისთვის.