LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ხანძრის ეშინიათ: შეამოწმეთ სტადიონები

28

ბრიტანეთის ხელისუფლება შიშობს, Grenfell Tower-ის ბედი რომელიმე საფეხბურთო არენამაც არ გაიზიაროს.
მას შემდეგ, რაც 14 ივნისს Grenfell Tower-ში გაჩენილმა ხანძარმა 80 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინგლისი პანიკაშია. ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურამ, რომელსაც სპორტული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება, განკარგულება მისცა დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ 92-ივე პროფესიულ საფეხბურთო კლუბს – შეამოწმონ საშინაო არენები.

ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ამა თუ იმ სტადიონის რეკონსტრუქციის დროს შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო იგივე მასალები, რომელთა სწრაფი აალებაც გახდა ტრაგედიის მიზეზი ლონდონის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში.

უპირველეს ყოვლისა, რისკის ქვეშაა არენები, რომელთა აშენება ან რეკონსტრუქციაც 2000-იანი წლების შუა ხანებში განხორციელდა.
თანაც, მაგალითად კლუბი ”ბრაიტონი” ხშირად სარგებლობს იმ კომპანიის სამშენებლო მასალებიც, რომელიც მატერიალს აწვდიდა Grenfell Tower-ს, სარემონტო სამუშაოების დროს 2015-16 წლებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები