LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა აშშ–სა და ჩინეთს ტრადიციული ძრავის აკრძალვა სთხოვეს

40
autonews

დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების მთავრობის წევრებმა აშშ–სა და ჩინეთს მოუწოდეს, რომ შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა 2035 წლიდან აკრძალონ. ასეთი განცხადება ქვეყნებმა გაეროს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამართული კონფერენციის დროს გააკეთეს. აშშ–სა და ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი ავტო ბაზრობებია განთავსებული, სწორედ ამიტომ სასურველი მიზნის მიღწევა მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნება.

ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ტრადიციულ ძრავაზე უარს 2030 წლისთვის იტყვიან, 2035 წლისთვის კი ჰიბრიდების აკრძალვაც იგეგმება. სწორედ ამიტომ, ევროპული სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ მათ გეგმას აშშ და ჩინეთიც უნდა შეუერთდეს, თუნდაც 2035 წლიდან.

ქვეყნებისა და ავტომწარმოებლების გაერთიანებული ძალებით მანქანების ელექტროფიკაცია დაჩქარდება და თანაც ელექტროქარები შედარებით ხელმისაწვდომიც გახდება. ამჟამინდელი პროგნოზით, „მწვანე“ მანქანების ფასი ბენზინის ანალოგების ღირებულებას 2025 წლისთვის გაუტოლდება.

ჩინეთმა უკვე გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2035 წლისთვის ბაზარზე არსებული ავტომობილების  დიდი ნაწილი ელექტრო ან ჰიბრიდული აგრეგატით უნდა იყოს აღჭურვილი. რაც შეეხება აშშ–ს, ქვეყანას შიდა წვის ძრავაზე უარის თქმის ზუსტი სცენარი ჯერ არ შეუმუშავებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები