LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ყველაზე ლამაზ კაცად პრინცი ჰარი დასახელდა

88

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ყველაზე ლამაზ კაცად, სახის ნაკვთების სიმეტრიულობის გამო, პრინცი ჰარი დასახელდა. ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის დირექტორმა, ჯულიან დე სილვამ სამეფო ოჯახის წევრი კაცების სახეები “ოქროს კვეთის“ წესით გაზომა და ერთმანეთს შეადარა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

პრინც ჰარის სახის მოყვანილობამ 81,4% მიიღო. მას თავისი ძმა პრინცი უილიამი, ზედმეტად წაგრძელებული სახის მოყვანილობის გამო, 0,5%-ით ჩამორჩება.

პრინცესა ანას 40 წლის შვილმა პიტერ ფილიპსმა 80,4% მიიღო ზარა ფილიპსის მეუღლემ და რაგბის ვარსკვლავმა მარკ ტინდალმა კი – 76,7 პროცენტი.

ანალოგიური კვლევა ქირურგმა მარტში სამეფო ოჯახის ქალებზეც ჩაატარა. პრინც ჰარის საცოლემ მეგან მარკლმა მაშინ 87,4 % მიიღო, ქეით მიდლტონმა – 86,8 %, ზარა ფილპსმა – 81,6%

“ოქროს კვეთა“ მათემატიკური პროპორციაა, რომელიც ძველ საბერძნეთში “სილამაზის გასაზომად“ შემუშავდა. ლეონარდო და ვინჩიმ ის “ვიტრუვიუსის ადამიანის“ შექმნის დროს გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები