ცნობილი ხდება, რომ პრინცესა ბეატრისი და მისი მეუღლე, ედოარდო მაპელი-მოცი მშობლები გახდნენ. ეს ბეატრისისთვის პირველი შვილია, ხოლო ედოარდოსთვის მეორე. ედოარდოს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, ხუანი ჰყავს. ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წყვილს გოგონა შეეძინა და ის ვესტმინსტერის ჰოსპიტალში დაიბადა.
პრინცესა ბეატრისის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. საინტერესოა, რომ ახალი პრინცესა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მე-11 ადგილზეა.
პრინცესა ბეატრისი და ედოარდო მაპელი-მოცი პირველ შვილს ელოდებიან
ორსული პრინცესა ბეატრისის პირველი ფოტო – ბავშვი ტახტის მემკვიდრეთა რიგში მე-11 ადგილზე იქნება