LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პრინცი ჰარის მეგობარი გოგო საშობაო ვახშამზე არ დაპატიჟა

94

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანის შესახებ ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა, თუმცა დედოფალი ელისაბედ II ჯერ არ არის მზად, მარკლი ოჯახის წევრად მიიღოს – ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პრინც ჰარის მეგობარი გოგო სანდრინგემში, საშობაო ვახშამზე არ დაპატიჟა.

„ჰარიმ იცის სამეფო ოჯახის წესები და სანამ მათი ურთიერთობა უფრო სერიოზულ სახეს არ მიიღებს, მეგანს საშობაო ვახშამზე არ მიიწვევენ. პრინც უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი 10 წელი ელოდებოდა ამ მიწვევას, ჰარი და მეგანი კი ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე დღეა ხვდებიან, ამიტომ დედოფალი მის მიწვევას ჯერ არ აპირებს“, – განუცხადა სამეფო ოჯახის ექსპერტმა პორტალს ET.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გამოსულ დოკუმენტურ ფილმში კეიტ მიდლტონმა სანდრინგემში, საშობაო ვახშამზე მიღებულ თავის პირველ შთაბეჭდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დედოფლის გულის მოგება მაშინ წვნიანის საშუალებით მოახერხა, რომელიც მისი ბებიის რეცეპტით იყო დამზადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები