“მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება. საერთ.ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების არ შეშვება აფხ. & ს.ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის” – ასე ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმეს.
ვწუხვართ, აფხაზეთში რუსულ ობიექტზე დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება. საერთ.ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების არ შეშვება აფხ. & ს.ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის.
— UK in Georgia (@UKinGeorgia) March 15, 2019
29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მარტს მიიღო ინფორმაცია, რომ გალის რაიონში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.
ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. გარდაცვლილის მეგობრებსა და ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება. მისი ინფორმაციით, არის თოკის ჩანართები, სხვა დეტალები დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება.