LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის პრემიერი ქორწინდება – ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

239
borisi 2

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თავის მეგობარ ქალზე, კერი საიმონდსზე ქორწინდება.  The Telegraph-ი წერს,  რომ ნიშნობის შესახებ ოფიციალურად უკვე გამოაცხადეს.

გამოცემის ცნობით, წყვილი ზაფხულის დასაწყისში შვილის მშობლები გახდებიან.

როგორც ცნობილია, მათ ნიშნობა გასულ წელს ჰქონდათ, თუმცა კერიმ ეს ფაქტი საიდუმლოდ შეინახა.

მანამდე ბორის ჯონსონი სამჯერ იყო დაქორწინებული. მეორე ქორწინებიდან მას 4 შვილი ჰყავს: ორი ქალიშვილი – ლარა და კასია და ორი ვაჟი – მილო და თეოდორი . პოლიტიკოსს ქორწინების გარეშე ასევე ჰყავს ერთი ქალიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები