LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დედოფალი ქართულ საათს ატარებს

1143

ცნობილი ქართველი ინდუსტრიული დიზაინერის, ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი საათი საჩუქრად ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს გადაეცა. ციკოლიას ინფორმაციით, აღნიშნული აქსესუარი, სპეციალურად ინგლისელების დაკვეთით, „ვილისის“ და „ლენდ ლიზის“ 75 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა.

”საათი შეიქმნა 4 მონაწილე ქვეყნის დროშით: აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი. რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს, რომ ჩემი საათი 4-ვე ქვეყნის პირველ პირს საჩუქრად გადაეცა. ბრიტანეთის პირველ პირში დედოფალს ვგულისხმობ”, – წერს სოციალურ ქსელში თავად დიზაინერი.

ცნობისთვის, ზვიად ციკოლია საათების ქართული ბრენდის „რონიუს პუნქტუა”-ს შემქმნელია. შპს „რონიუსი” 2015 წლის ბოლოს დაარსდა და მომხმარებელს საათების ახალ კოლექციებს ზვიად ციკოლიას დიზაინით სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები