LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: „ვაგნერი“ დაქირავებული პატიმრების მიმართ „სასტიკ ტაქტიკას“ იყენებს და ცდილობს გამოცდილი მეთაურების შენარჩუნებას

135
ვაგნერი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის ქალაქ ბახმუტის გარშემო გაჭიანურებულ ბრძოლაშია ჩართული, საპატიმროებში დაქირავებული, ცუდად მომზადებული მებრძოლების მართვის ტაქტიკა შეიმუშავა.

კერძოდ, დაზვერვის ინფორმაციით, მათ აძლევენ სმარტფონებს ან პლანშეტებს, რომლებზეც თანამგზავრულ რუკაზე მითითებულია მიმართულება და შეტევაზე უშვებენ ხშირად ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, „ვაგნერის“ მეთაურები კი, თავშესაფრებში სხედან და დრონების მეშვეობით აკონტროლებენ იმას, რომ დაქირავებულებმა მითითებულ კურსს არ გადაუხვიონ. მათ, ვინც წინასწარ განსაზღვრულ გეზს ნებართვის გარეშე შეიცვლის, სიკვდილით დასჯა ემუქრება.

რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, „ვაგნერის“ ეს „სასტიკი ტაქტიკა“ მიზნად ისახავს საპატიმროებში დაქირავებულთა ხარჯზე ისედაც დეფიციტური, გამოცდილი მეთაურების და ჯავშანმანქანების შენარჩუნებას. მათ „სახარჯ მასალად“ მიიჩნევენ.

რომის პაპი: ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა – უზარმაზარი სისასტიკეა