LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ჯარები, დაქირავებულ „ვაგნერის“ ჯგუფთან ერთად, დონბასის რეგიონში თავდასხმებს აგრძელებენ

188
რუსები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსული ჯარები, დაქირავებულ „ვაგნერის“ ჯგუფთან ერთად, დონბასის რეგიონში თავდასხმებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბრიტანეთის თავდაცვის უწყება „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„რუსული ძალები კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას აგრძელებენ, როდესაც ისინი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონში თავდასხმებს ახდენენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რუსი ჯარები, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული, დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფი გადაადგილდებიან“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ ჯგუფი რუსეთთან დაახლოებულ ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციად ითვლება. პენტაგონის განცხადებით, დაჯგუფება „ვაგნერის“ 1000-მდე მებრძოლი დონბასის რეგიონშია.

გაერო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.