LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: კიევთან რუსულ პოზიციებზე უკრაინელების კონტრშეტევები წარმატებულია

82
უკრაინული არმია

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევის სიახლოვეს რუსულ პოზიციებზე კონტრშეტევებს წარმატებით ახორციელებს. მათივე ცნობით, არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინელებმა ​ბუჩასა და ირპენში განლაგებული რუსები ალყაში მოაქციონ.

„უკრაინა კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსულ ძალებზე წნეხს აძლიერებს. იქ რუსულ ძალებს უკვე მარაგის მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, ისინი დემორალიზებულნი არიან.

უკრაინული ძალები რუსულ პოზიციებზე კონტრშეტევებს წარმატებით ახორციელებენ დედაქალაქის სიახლოვეს არსებულ ქალაქებში და სავარაუდოდ, უკრაინამ ხელახლა დაიკავა მაკარივი და მოშჩუნი. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ახლა უკრაინულმა ძალებმა ბუჩასა და ირპენში რუსული დანაყოფები ალყაში მოაქციონ.

სავარაუდოა, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა შეაფერხებს რუსული ძალების უნარს, განაახლონ შეტევა კიევის მიმართულებით.“ – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები