LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ავიახაზებმა რეისი 3 მგზავრით შეასრულა

51

ბრიტანეთის ავიახაზებმა რეისი 3 მგზავრით შეასრულა.  ქალბატონებმა გიბრალატარიდან ლონდონში მიმავალი რეისის განსაკუთრებული მგზავრები აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ, British Airways-მა ისინი ეკონომ კლასიდან პირველ კლასში გადასვა და შამპანურითა და უგემრიელესი კერძებით გაუმასპინძლდა.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, გოგონებმა რეისის სტატუსი ონლაინ შეამოწმეს და დაადგინეს, რომ მათი ფრენა 3 საათით იგვიანებდა. მათაც ბევრი არ უფიქრიათ და ფრენას დაელოდნენ. დანარჩენ მგზავრებს კი როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაცდა არ სურდათ და უფრო ადრე გაფრინდნენ. ამის გამო, 3 მეგობარი ბორტზე მარტო დარჩა. ამ ფაქტმა ავიაკომპანიაც და ტურისტებიც ერთნაირად გაახალისა.

shutterstock_540852415

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები