LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი ოჯახს, 6 წლის ბიჭის სამკურნალოდ, კანაფის გამოყენების ნებართვას არ აძლევს

299

6 წლის ბრიტანელი ალფ დინგლის, დღეში დაახლოებით 30-ჯერ აქვს კრუნჩხვის შეტევა.

ის ეპილეფსიის იშვიათად მძიმე ფორმით არის დაავადებული. მის მშობლებს სურთ, ბიჭს სამედიცინო კანაფის ზეთით უმკურნალონ, რაც დიდ ბრიტანეთში არალეგალურია.

მშობლებმა მკურნალობის ამ ფორმაზე ნებართვა შესაბამის სამსახურებში შეიტანეს, თუმცა, უწყებამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მათვე განმარტეს, რომ მარიხუანას გამოყენება, კანონიერია მხოლოდ კვლევისთვის.

 

“მინდა დარწმუნებული ვიყო,

რომ ყველაფერი გავაკეთე ჩემი შვილისთვის,

რაც შემეძლო”, – ამბობს ბიჭის დედა.

 

ბიჭმა მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტების მიღება ჰოლანდიაში სექტემბერში დაიწყო. მშობლები და მისი მკურნალი ექიმი ამბობენ, რომ მკურნალობის პერიოდში კრუნჩხვების სიმძიმე, ხანგრძლივობა და რაოდენობა, მკვეთრად შემცირდა.

შედარებისთვის, ბრიტანეთში ალფი ერთ წელში 48-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში და 3000-ჯერ ჰქონდა შეტევა, ხოლო ჰოლანდიაში – 24 დღის განმავლობაში არც ერთი შეტევა არ ჰქონია.

ექიმები ამბობენ, რომ ჰოლანდიური მკურნალობის მეთოდით, ალფის კრუნჩხვები წელიწადში საშუალოდ 20-მდე შემცირდება.

 

მკურნალი ექიმი: ბიჭი სულ რაღაც 6 წლისაა და ის იმსახურებს ბედნიერ ცხოვრებას

ბიჭის ექიმი ამბობს, რომ მსოფლიოში ასეთი სიმძიმის დაავადება მხოლოდ 8 ბიჭს აქვს.

“ეს ძალიან განსხვავებული და აგრესული ფორმაა. ვერ ვიფიქრებდით, რომ მკურნალობის ეს მეთოდი, ასეთ კარგ შედეგს მოგვცემდა. ბიჭი სულ რაღაც 6 წლისაა და ის იმსახურებს ბედნიერ ცხოვრებას. ჩვენ ვიპოვეთ მისი გაბედნიერების შანსი, მაგრამ ახლა ისევ ვაშორებთ მას”, – ამბობს ის.

ექიმი დეკონი საუბრობს დოზებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მას მარიხუანის ძალიან მცირე დოზა სჭირდება – მხოლოდ სამი წვეთი ზეთი.

სტანდარტული მკურნალობა ბავშვის ორგანიზმს ანგრევს

ალფის დედა ამბობს, რომ მკურნალობის ჩვეული რეჟიმი და სტეროიდები, რომელსაც მას საავადმყოფოში ასმევენ, ალფის ორგანიზმს შლის და ამ კურსის გაგრძელებამ შეიძლება, ფატალური შედეგი გამოიწვიოს. ის ანადგურებს მის ფსიქიკას გრძელვადიან პერიოდში, არის სიმსივნით დაავადების შანსიც; მოკლევადიან პერიოდში კი ბავშვის ხასიათზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ დაიწყო მან ალტერნატიული მეთოდების მოძიება.

ბიჭმა მკურნალობის კურსი, ჰოლანდიაში საკურორტო ბანაკში გაიარა, თუმცა, ქვეყანაში, სამედიცინო დაზღვევის არქონის გამო, მათ იანვარში სახლში დაბრუნება მოუწიათ.

დიდ ბრიტანეთში კანაფი ნარკოტიკთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება არაკანონიერია. მარიხუანას გაცემისთვის ნებართვას, მხოლოდ მთავარი ოფისი გასცემს, რომელიც აცხადებს, რომ ნებართვების “პირადი მოხმარებისთვის” გაცემას არ დაუშვებს.

საპარლამენტო ჯგუფების ნაწილი, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მომხრე არიან, რათა ალფის დაეხმარონ. თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, უცნობია.

თამთა უთურგაშვილი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები