მინიატურული ავტომობილების მოყვარულმა ჯეიმს სკუდერმა გადაწყვიტა, რომ სათამაშო მანქანისგან ყოველდღიური მოხმარების სატრანსპორტო საშუალება შეექმნა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მან ეს შეძლო. სათამაშო როდსტერს ბრიტანეთის გზებზე გადაადგილების უფლება მისცეს.
დატუნინგებული პლასტმასის ელექტროქარი RiiRoo Super Sport XL მინიატურულ Porsche Boxter–ის როდსტერს გავს და საბავშვო მანქანის კვალობაზე მშვენიერი მონაცემები აქვს. საკმაოდ ხარისხიანი საბურავები, ახალი ოპტიკა, სტოპ–შუქები, კარებები რომელიც იღება და აუდიოსისტემაც კი.
თუმცა, მოდელი იმდენად პატარაა რომ მძღოლი შიგნით სანახევროდ ძლივს ეტევა, რაც გადაადგილების დროს სერიოზულ დისკომფორტს ქმნის.
RiiRoo Super Sport XL 12 ვოლტიანი ძრავითაა აღჭურვილი და 180 ვატის სიმძლავრე აქვს. მანქანა 35,4 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და სვლის მარაგი 6,4 კილომეტრია.