LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა პენსიონერმა თავისი VW Golf დაატუნინგა

41

ბრიტანელმა პენსიონერმა თავისი VW Golf დაატუნინგა. Youtube არხის LivingLifeFast ავტორებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც 75 წლის ავტომოყვარულზეა მოთხრობილი. პენსიონერი 600 ძალის მქონე Volskwagen-ის მფლობელია, წარსულში კი ის მხოლოდ BMW M135i-ით დადიოდა.

შეგახსენებთ, რომ სტანდარტული 4 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავის მქონე გოლფს 310 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, ბრიტანელმა კი მისი სიძლიერე ჯერ 450, შემდეგ კი 600 ცხენის ძალამდე გაზარდა. ამისთანა შედეგის მისაღწევად აგრეგატი ექსპერიმენტული ტურბინით – Turbonetics-ით აღჭურვეს. როგორც გამოცემა Motor1 იუწყება, მსგავსი ტურბინა მხოლოდ ორ გოლფშია ჩამონტაჟებული და თუ როგორ ცვლის ეს ავტომობილის დინამიკას უცნობია. ზოგადად, Volkswagen Golf R-ს 0-დან 100 კმ-ს გასავითარებლად 4,5 წამი სჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები