LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ჰაკერებმა Mitsubishi Outlander-ის სისტემის გატეხვა მოახერხეს

10

ბრიტანელმა სპეციალისტებმა კომპიუტერული დაცვითი სისტემების კომპანიიდან – PenTestPartners, შეძლეს გაეტეხათ განახლებული ჰიბრიდული კროსოვერი Mitsubishi Outlander PHEV, რათა მიეღოთ ავტომობილის ზოგიერთი ფუნქციის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა. სისტემის მართვა მომხმარებელს მობილურის აპლიკაციით შეუძლია, WiFi-ს გამოყენებით. აღნიშნული ფუნქცია მოდელს ავტომწარმოებლისგან აქვს ჩაშენებული, სწორედ ასეთი სისტემა აღმოჩნდა მარტივად შეღწევადი, ვიდრე ისეთი ავტომობილების სისტემები, რომელიც სინქრონიზდება GSM მოდულის გამოყენებით.

ჰაკერებმა აღმოაჩინეს, რომ WiFi-ს დაცვითი მექანიზმის გასაღები, Outlander PHEV-ის მომხმარებლის სახელმძღვანელოში, ანუ ინსტრუქციაში იყო გაწერილი. WiFi-ს მეშვეობით სისტემაში შეღწევამ კი დაახლოებით 4 დღე წაიღო. საბოლოოდ, სპეციალისტემა შეძლეს მანქანის განათების დისტანციურად ანთება და ჩაქრობა, ასევე კლიმატ კონტროლისა და სხვადასხვა ფუნქციების გაკონტროლება.

ავტოექსპერტებმა ამ ექსპერიმენტის დროს აღნიშნეს, რომ ის, რაც მათ არ გამოუვიდათ იყო ერთადერთი – ჩაკეტილი ავტომობილის გაღება. დიდ ლაფსუსად განიხილება სიგნალიზაციის გათიშვის შესაძლებლობა, რომელიც ნებისმიერი შემთხვევაში მძარცველისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს.

კომპანია PenTestPartners ურჩევს Mitsubishi Motors-ს, WiFi მოდულის მაგივრად GSM მოდულზე გადავიდნენ, მეტი დაცულობისა და სტაბილურობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები