LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მაიმუნის სელფზე საავტორო უფლება მოიპოვა

582

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მაიმუნის სელფზე ყველა უფლება მოიპოვა. დევიდ სლეიტერმა ცხოველთა უფლებების დამცველებს სასამართლო პროცესი მოუგო და ცნობილი ფოტო კვლავ მის მფლობელობაში დარჩა.

BBC“-ის ინფორმაციით, 2011 წელს ინდონეზიის ჯუნგლებში, ერთ-ერთი მაიმუნი დევიდის კამერით თამაშობდა და შემთხვევით ავტოპორტრეტი გადაიღო. ფოტო ძალიან პოპულარული გახდა და ფოტოგრაფს დიდი შემოსავალიც მოუტანა. არასამთავრობო ორგანიზაცია Peta კი მოითხოვდა, რომ ფოტოს ავტორად მაიმუნი ეღიარებინათ და ჯილდოც სწორედ მისთვის გადაეცათ. თუმცა, სან-ფრანცისკოს სასამართლო მათ არ დაეთანხმა და საბოლოოდ საავტორო უფლებები კვლავ სლეიტერს დაუტოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები