LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ერთ დღე-ღამეში 51 პაბში მოასწრო დალევა – ეს ახალი მსოფლიო რეკორდია

50
-121024849-aa51c9ad-5bea-4e13-ac7b-a4d90bd0a31d

ბრიტანელმა კაცმა 24 საათის განმავლობაში 51 პაბი მოინახულა, თითოეულ მათგანში დალია და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
48 წლის მეტ ელისმა ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ გინესის წიგნში მსგავსი რეკორდი აქამდე არ არსებობდა. ის სასწრაფოდ დაუკავშირდა ორგანიზატორებს და მათაც შესთავაზეს, რომ 50 პაბი მოევლო, თითოეულ მათგანში კი მინიმუმ 125 მილილიტრი სასმელი მიეღო.

ბრიტანელი დავალებას ძალიან სერიოზულად მიუდგა. პირველ ეტაპზე საჭირო ობიექტები შეარჩია, მათ შორის უმოკლესი მარშრუტები გაავლო და გზას მხოლოდ ამის შემდეგ დაადგა. დავალების შესრულებისას მეტს თან კამერა დაჰყვებოდა და თითოეულ დაწესებულებაში რეკორდს ორი მოწმე აფიქსირებდა.

საბოლოო ჯამში მამაკაცმა 51 პაბი მოიარა და ლუდი, გაზიანი წყალი, ფორთოხლის წვენი და ღვინის რამდენიმე სახეობა დააგემოვნა.
აღსანიშნავია, რომ გასული სექტემბრის თვეში ნიუ იორკში 13-მა ადამიანმა 24 საათში 250 ბარში დალია, თუმცა ინდივიდუალურად ეს დავალება აქამდე არავის შეუსრულებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები