LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი გატესტეს

44

ბრიტანული საავტომობილო გამოცემის Autocar-ის ჟურნალისტებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილის – ჰეთჩბეკ Peel P50-ის ტესტ დრაივი ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ მოდელი კლასიკური, 1963 წელს გამოშვებული Peel P50-ის ზუსტი ასლია და 15 000 ფუნტ სტერლინგამდე ღირს.

ბრიტანულმა კომპანიამ Peel სამ ბორბლიანი კომპაქტური ავტომობილი Pell P50 1963 წელს გამოუშვა, მისი სიგრძე სულ რაღაც 139 სანტიმეტრია. სიახლეს თავისი დროისთვის ძალიან ბიუჯეტური ფასი ჰქონდა და ამიტომ ერთ ადგილიანი

2011 წელს ინვესტორებმა მოდელი Peel P50 აღადგინეს და თავისი ეგზოტიკურობისა და ლიმიტირებული ტირაჟის გამო მისი ფასი 15 000 სტერლინგამდე იყო.

ახალი Peel P50 მოძრაობაში Honda-ს მოტოციკლის ძრავით მოდის, რომელიც 4,8 ცხენის ძალას ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 45 კილომეტრ საათია, წონა კი 78 კილოგრამია. სპიდომეტრზე მაქსიმალური სიჩქარე 255 კმ/საათია გამოსახული, რაც სავარაუდოდ ავტორების ხუმრობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები