LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი მოგზაური გეგმავს იახტით ჩრდილოეთ პოლუსამდე მივიდეს

42

პროფესიონალი ბრიტანელი მოგზაური პენ ჰედოუ მორიგი ექსპედიციისთვის ემზადება. ამჯერად ის თავის თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს იალქნიანი იახტებით ჩრდილოეთ პოლუსამდე მივიდეს. ბრიტანელი ამბობს, რომ მისი ახალი მოგზაურობა კლიმატის გლობალურ ცვლილებებსა და არქტიკული ყინულების კატასტროფულ დნობას ეძღვნება. მოგზაურს იმედი აქვს, რომ მსოფლიო საზოგადოება მისი უნიკალური ექსპედიციიის შემდეგ გარემოს დაცვით დაინტერესდება და ქვეყნების ხელმძღვანელებს საერთაშორისო ეკოლოგიურ მოლაპარაკებებში ჩართავს.

ჰედოუმ მსოფლიო პირველად 15 წლის წინ გააოგნა, როდესაც სრულიად მარტომ განახორციელა მოგზაურობა ჩრდილოეთ პოლუსზე. მაშინ მოგზაური ორი თვის განმავლობაში მიემართებოდა საკუთარი მიზნისკენ. ამჟამინდელ ექსპედიციაში კი 9 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ იახტაზე განაწილდებიან, ალიასკის ნაპირებიდან ჩრდილოეთ პოლუსისკენ გაემართებიან და 5 000 კილომეტრიან მანძილს დაფარავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები