LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს ეცნობიან

89
satxilamuro-turi-gudaursa-da-bakurianshi-1499767364

დიდი ბრიტანეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს ეცნობიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი გამოცემების The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების InTheSnow Magazine-ის, Snow-Forecast.com-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრესტური მოეწყო.

სამთო ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებმა სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს, აჭარაში გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი მოინახულეს. ბრიტანელ ჟურნალისტებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა და საქართველოს დედაქალაქის ისტორიული უბნები გააცნო.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გუდაურსაც ეწვევიან, სადაც კობი-გუდაურის დამაკავშირებელ ახალ საბაგიროს და ახალ სათხილამურო ტრასებს მოინახულებენ. ბრიტანელი ჟურნალისტები ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ მსოფლიოში პოპულარული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ.

პრესტური დიდი ბრიტანეთიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები