მსოფლიოს ქალაქებში სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევს. ჰოტონი, სტაფორდშირის საგრაფო ზღაპრული ილუმინაციებით მოირთო. ადგილობრივებმა სახლის მიმდებარედ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა საჩუქარი გამოფინეს.
სამი მიზეზი, რატომ აბედნიერებს ადამიანს საშობაოდ სახლის ნაადრევად მორთვა
ათობით ნაძვის ხე, პინგვინები, საშობაო დათუნიები, სანტა კაუსები – ასზე მეტმა ოჯახმა ათასობით ფუნტი გაიღო იმისთვის, რომ გარშემომყოფებისთვის ზღაპრული საახალწლო განწყობა შეექმნათ.
”ვცდილობთ, ყოველწლიურად ცოტა განსხვავებული რამ გავაკეთოთ. წელს, პროექტორი ვიყიდე, საშობაო კლიპები გადმოვწერე და დიდი ეკრანის საშუალებით ნებისმიერს შეუძლია იმოგზაუროს ამ დაუვიწყარ სამყაროში” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თუ ფოტოებს გადახედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით.