LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა პიკაპის ძრავიანი სუპერქარი წარმოადგინეს

89

ბრიტანელებმა პიკაპის ძრავიანი სუპერქარი წარმოადგინეს. კომპანია Noble Automotive–მა, რომელიც სუპერქარების შექმნითაა დაკავებული, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე უჩვეულო მოდელი M500 წარმოადგინა. სიახლის სერიული წარმოება მომავალ წელს დაიწყება და მას მოძრაობაში Ford F-150–ის ტურბო ძრავი V6 მოიყვანს. 3,5 ლიტრის მოცულობის აგრეგატს 560 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. წინასწარი ინფორმაციით, M500 ძირითადად კომფორტსა და ხელმისაწვდომობაზე იქნება ორიენტირებული, სუპერქარის ფასი წინა მოდელებთან შედაბით მაქსიმალურადაა შემცირებული და 300 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ავტომწმარმოებლის ფლაგმანი მოდელი Noble –M600 სამ ვერსიაშია ხელმისაწვდომი – Coupe, CarbonSport და SpeedSter. ყველა ავტომობილი 4,4 ლიტრის მოცულობის Yamaha ძრავითაა უზრუნველყოფილი და 669 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ადგილიდან 100 კმ/სთ–ის განვითარება სუპერქარს სულ რაღაც 3,2 წამში შეუძლია და მისი მაქისმალური სიჩქარე 362 კმ/სთ–ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები