LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელ ქალს ძლიერ ემოციებზე ალერგია აქვს და სიცილს ან მოწყენილობას მისი მოკვლა შეუძლია

74
242418698_j

უცნაური ალერგიის გამო ბრიტანელი ქალი საავადმყოფოში 500-ჯერ მაინც არის მოხვედრილი. 27 წლის ნატაშა კოუტს ეს მდგომარეობა უკვე 9 წელია ტანჯავს. სასიკვდილოდ საშიში რეაქცია შესაძლოა სიცილის, ძლიერი ემოციების, საკვების, ტრავმის, მწერების ნაკბენის, მცენარეების ან სხვა მიზეზის გამო დაეწყოს. უჩვეულო ისტორიას Daily Mirror ავრცელებს.

ნატაშას პირველი ანაფილაქსიური შოკი 18 წლის ასაკში ჰქონდა. გოგონა რაღაც ღონისძიებას ესწრებოდა და უცებ კანკალი დაეწყო, ცივმა ოფლმა დაასხა და სუნთქვა გაუჭირდა. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებთან საუბრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ დაემართებოდა. თუმცა, მომავალი 2 კვირის განმავლობაში ანალოგიური სიმპტომებით საავადმყოფოში ის კიდევ 8-ჯერ მოხვდა.

2-წლიანი კვლევებისა და დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ ის ვერასდროს გაიგებს თუ რაზე ექნება ალერგია. მისი მდგომარეობა შესაძლოა ძლიერი ემოციების გამო გაუარესდეს, ისეთის როგორიცაა – სიხარული, ბრაზი ან სევდა. ემოციურ ფონში ნებისმიერ ცვლილებას შეუძლია გამოიწვიოს სტრესი და აქტიური ალერგიული რეაქცია.

მიუხედავად უჩვეულო დაავადებისა, ნატაშა ცდილობს ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღოს, თუმცა აღიარებს რომ ეს ყოველთვის მარტივი არ არის. სირთულეების გადალახვაში მას ოჯახი და მეგობრები ეხმარებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები