LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრილიანტის გამოწვევის” გამარჯვებულები უკვე ცნობილია: ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებს აშშ-ში ფულის მოგების შანსი აქვთ

272
276092452_5209302322442718_3063069441159386047_n

„ბრილიანტის გამოწვევის” გამარჯვებულები უკვე ცნობილია: 2022 წლის 19 მარტს, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეცხრედ ჩატარდა ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის პროგრამა – „ბრილიანტის გამოწვევის” საქართველოს ფინალი. წლევანდელ ფინალში ჟიურის წინაშე 9 გუნდი წარდგა. ცხრავე გუნდმა ჟიურის გააცნო სოციალური საწარმოს ბიზნესპროექტი. მრავალკომპონენტიანი შეფასებისა და ჟიურის წევრების მიერ მიცემული ქულების დათვლის შემდეგ, პირველი ადგილი და აპრილში ამერიკის მსოფლიო ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა სკოლა „აია-გესის” გუნდმა, რომელმაც წარმოადგინა კოვიდ-ნიღბების პროექტი. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-ნიღაბი ფერს იცვლის მას შემდეგ, რაც მისი გამოყენების პერიოდი გადის.

„ვულოცავთ გუნდის წევრებს ნია ნორაკიძესა და მარიამ შენგელიას, ასევე გუნდის მრჩეველს მარი ხარიტონაშვილს“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, „ბრილიანტის გამოწვევა საქართველოს“ 2022 წლის სპონსორები იყვნენ:  Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი; AFAD Association For Agriculture Development; Hippie • ჰიპი; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; YMCA Georgia საქართველოს YMCA. მსაჯები კი: ზურაბ ტატანაშვილი, რეზი შავლაძე, ანასტასია მშვიდობაძე. 2022 წლის 19 მარტის ფინალი მიჰყავდათ მარიამ და პავლე თვალიაშვილებს, მათ ეხმარებოდა მარიამ ტერტერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბრილიანტის გამოწვევა აშშ-ს დელავერის უნივერსიტეტის მიერ 2014 წლიდან ხორციელდება, მეწარმეობის კონკრუსი Diamond Challenge აერთიანებს მსოფლიოს უფროსკლასელებს და მათ ეხმარება მეწარმეობის უნარების განვითარებში. ბიზნესიდეების საპრიზო ფონდი შეადგენს 100.000 $-ს. საქართველო ბრილიანტის გამოწვევას შეუერთდა 2014 წლიდან განათლებისა და მართვის გუნდის EMT-ის დახმარებით, პროექტის პარტნიორია სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

„ბრილიანტის გამოწვევაში“ მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები