LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრილიანტის გამოწვევა“ დასკვნით ეტაპზეა: ვინ წარადგენს საქართველოს მსოფლო ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე?

137

ვინ წარადგენს საქართველოს ამერიკაში მსოფლო ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე „ბრილიანტის გამოწვევა“ (Diamond Challenge) 2017 წლის აპრილში დღეს გახდება ცნობილი. 13 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, თბილისში, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, „ბრილიანტის გამოწვევის” საქართველოს ბოლო ტური გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შერჩეული 5 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს ქართული პრიზისა და ამერიკაში წასვლის საგზურის მოპოვებაში, სადაც უკვე 100.000 $ საპრიზო ფონდის განაწილება მოხდება! საპრიზო ადგილებზე გასულები მიიღებენ ფულად ჯილდოებს და შესაძლებლობას იდეა აქციონ საქმედ.

მათივე ცნობით, 13 თებერვალს გუნდებს უწევთ პროექტის 5 წუთიანი მიმოხილვა (პრეზენტაცია) წარადგინონ ჟიურის წინაშე. თითოეულ გუნდში 2-4 მოსწავლეა.

ცნობისთვის, ა.შ.შ. დელავერის უნივერსიტეტის წარმომადგენლი საქართველოში EMT – განათლებისა და მართვის გუნდი 2014 წლიდან ანხორციელებს კონკურსს Diamond Challenge – „ბრილიანტის გამოწვევა“ პროექტის სრული პარტნიორია ააიპ სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

„ბრილიანტის გამოწვევა“ სასწავლო ინიციატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება. გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი, 1 უფროსთან ერთად აპრილში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდებთან შესაჯიბრებლად.

 

 

2017 წლის ბრილიანტის გამოწვევის პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციებია: სს ფინკა ბანკი საქართველო, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, CISV-georgia, შპს „iKnow”, YMCA-საქართველო, რაგბის კლუბი „ხალიბები“, “ბადაგი”, “ცოდნის კაფე”, ტურისტული კომპანია „გუდტრეველი“, ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „ჰიპი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები