LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიჯიტ მაკრონი და დედოფალი ლეტიცია „ლუი ვუტონისა“ და „დელპოზოს“ კაბებში (ფოტო)

449

საფრანგეთში ცობილი სკულპტორისა და მხატვრის ჟოან მიროს გამოფენა გაიხსნა, რომელიც ქვეყნის პირველმა წყვილმა, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა გახსნეს. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესპანეთის მეფე ფილიპი და დედოფალი ლეტიცია სტუმრობდნენ.

ცხადია მედიის ყურადღება მიიქცია ბრიჯიტ მაკრონისა და დედოფალ ლეტიციას ლუქებმა. საფრანგეთის პირველმა ლედიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევანი საყვარელი ბრენდის „ლუი ვუტონის“ თეთრ კაბაზე გააკეთა, რომელიც 60-იანი წლების სტილში იყო გადაწყვეტილი. რაც შეეხება ლეტიციას, ის „დელპოზოს“ მუქი ლურჯი ფერის კოკტეილის კაბაში იყო გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები