LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიჯიტ ჯონსის“ წვეულებაზე რენე ზელვეგერი უალამაზეს თეთრ კაბაში გამოჩნდა (ფოტო)

849

„ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ მსოფლიო პრემიერის შემდეგ რენე ზელვეგერი და კოლინ ფერტი ნიუ-იორკში გაემგზავრნენ, სადაც მათთვის სპეციალური ლანჩი მოეწყო. პოპულარული რომანტიკული ფილმის გმირებსა და შემქმნელებს სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლეს, სადაც ფილმზე მომუშავე გუნდს ჟურნალისტებიც დახვდნენ. საინტერესო საუბრისა და ინტერვიუების შემდეგ სტუმრებმა სადილზე გადაინაცვლეს. იქამდე კი რენე ზელვეგერმა და კოლინ ფერტმა ფოტოგრაფებისთვის მოიცალეს.

სპეციალური ლანჩისთვის რენე ზელვეგერმა თეთრი კოქტეილის კაბა შეარჩია, რომელიც მას საოცრად უხდებოდა. 47 წლის ვარსკვლავი ზუსტად ისეთია, როგრიც იყო მისი გმირი წლების წინ, როცა ფილმი პირველად გამოვიდა ეკრანებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები