LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთი უფრო მდიდარი გახდა – ტერეზა მეი

33

ტერეზა მეი ამბობს, რომ ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთი უფრო ძლიერი და მდიდარი გახდა.

„ქვეყანაში ჩავდეთ ინვესტიციები გრძელვადიანი პერსპექტივით, კორპორაციული მართვის სისტემაში რეფორმა გავატარეთ, ბრიტანეთის ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანისთვის გავზარდეთ კეთილდღეობის დონე და მივეცით მეტი შესაძლებლობა.

უნდა ვუპასუხოთ ხალხის მოთხოვნას ცვლილებებზე, უნდა მოვიპოვოთ კვლავ საზოგადოების ნდობა და დავამტკიცოთ, რომ კაპიტალიზმს შეუძლია, უზრუნველყოს მათი უკეთესი მომავალი. უნდა ავაშენოთ ძლიერი ბრიტანეთი ჩვენ, ყველამ ერთად,“ – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.

მან პირობა დადო, რომ სამეცნიერო კვლევებისთვის დაფინანსება გაიზრდება 2 მილიარდი ფუნტით 2020 წლისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები