LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრექსიტი იწყება, დონალდ ტუსკმა ტერეზა მეის წერილი მიიღო

55

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა,  ევროსაბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წერილი გადასცა.

„ბიბისი“ წერს, რომ ევროკავშირის შეტყობინება ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად მოხდა. დაიწყება ორწლიანი მოლაპარაკებები,  რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე შეთანხმდებიან. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება.

„არ არსებობს იმის მიზეზი, რომ თავი მოვიკატუნოთ და განვაცხადოთ, რომ ეს ბედნიერი დღეა. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, „ბრექსითსაც“ აქვს თავისი პოზიტიური მომენტები. დარჩენილი 27 წევრი უფრო მტკიცედ და ერთიანად ვართ განწყობილნი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები