LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრექსიტი: ევროკავშირი ბრიტანეთთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე შეჯერდა

57

ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთთან ბრექსიტის პროცესზე მოლაპარაკების პირობებზე ერთსულოვნად შეთანხმდნენ.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, რომელიც ბრიუსელში გამართულ შეკრებას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ “მტკიცე და სამართლიანი პოლიტიკური მანდატი” მოლაპარაკებისთვის მზადაა.

27 ლიდერს, მოლაპარაკების სახელძღვანელო პრინციპების დასამტკიცებლად სულ რაღაც 15 წუთი დასჭირდა. სახელმძღვანელო პრინციპები დონალდ ტუსკმა 31 მარტს გაავრცელა.

“ჩვენ ყველას გვინდა ბრიტანეთთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, ამის შესახებ კითხვები საერთოდ არ არის. ჩვენ გვინდა მყარი გარანტიები იმ ხალხზე და მათ ოჯახებზე, ვისზეც ბრექსიტის პროცესები იმოქმედებს. ეს უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ევროკავშირისთვის და ბრიტანეთისთვისაც.”, – განაცხადა ტუსკმა შეხვედრის დაწყებამდე.

მოლაპარაკებები ბრიტანეთთან 8 ივნისის, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები