LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეივიკს პრეტენზიები აქეთ აქვს: რა უჯდება სახელმწიფოს ტერორისტის რჩენა

161

ნორვეგიელებმა ანდერს ბრეივიკის შენახვის ხარჯები დათვალეს. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, საშიში ტერორისტის რჩენა სახელმწიფო ბიუჯეტს კოლოსალური თანხები უჯდება. მაგალითად, მხოლოდ 550 ათასი ევრო ციხეში უსაფრთხოების ზომების დაცვას ხმარდება.

როგორც ცნობილია, ბრეივიკის საკონტროლოდ სამართალდამცავთა სპეციალური ჯგუფია შექმნილი, მის ფუნქციონირებას კი ძალიან დიდი თანხები სჭირდება. გარდა ამისა, სახელმწიფოს საკმაოდ დიდი ფინანსები ტერორისტის მიერ შეტანილ სარჩელებზეც ეხარჯება. შეგახსენებთ, რომ ბრეივიკის აზრით, მას არაადამიანურად ექცევიან, ასმევენ ცივ ყავას და საკვებს კი წესიერად არ უთბობენ.

გარდა ამისა, სრულ იზოლაციაში ყავთ და მასთან ექსტრემისტ მეგობრებს არ უშვებენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ბრეივიკისთვის კომპენსაციის სახით 40.7 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. ამას ემატება კომფორტული საკანი, საკვები და პირადი მოხმარების საგნები – შესაბამისად, ტერორისტის შენახვა ნორვეგიას ყოველთვიურად ათასობით ევრო უჯდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები