საქართველოში დამყარებული გვაქვს ლგბტ დიქტატურა, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. ბრეგაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა გურამ ქართველიშვილის უნიკალური გადაცემა „გააგრძელე საქართველოს ისტორია“.
„ტვ პირველი“ არის ერთადერთი გამონაკლისი საქართველოს მედიასივრცეში, რომელიც აშუქებს კონსერვატორული აზროვნების პოლიტიკოსებს. სხვა ტელევიზიები დაკეტილია ასეთი ადამიანებისთვის. ეს არის ლიბერასტულ-ლგბტ დიქტატურის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არიან ისინი შერწყმული ბოლშევიზმთან. კიდევ ერთი მაგალითი – კონსერვატორული აზროვნების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, უნიკალური გადაცემა დაუხურეს, გურამ ქართველიშვილს – „გააგრძელეთ საქართველოს ისტორია“. ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ბატონი გურამი არის კონსერვატორული, პროქართული აზროვნების მოღვაწე. ვასიკო მაღლაფერიძემ, რომელიც არის მამათმავლების მხარდამჭერი, მათი გურუ, ვერ აიტანა ეს და გადაცემა დაუხურა. ეს გადაცემა არ იყო პოლიტიკური გადაცემა, სამაგიეროდ, მის მაგივრად მოიყვანა გოგი გვახარია. არ უნდა დაუხურონ გურამ ქართველიშვილს გადაცემა მხოლოდ იმიტომ, რომ კონსერვატორული აზროვნებისა და ტრადიციული ღირებულებების მქონე ადამიანია. ამ გადაცემაზე იზრდებოდნენ ჩემი შვილები“, – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.