როგორც მოსალოდნელი იყო, „ოსკარის“ დაჯილდოების რიგით 91-ე ცერემონიალის ყველაზე რომანტიკული ნომერი ბრედლი კუპერისა და ლეიდი გაგას პერფორმანსი გახდა. ვარსკვლავებმა სცენაზე ცნობილი ჰიტი Shallow შეასრულეს და ეს „ოსკარების“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა გამოდგა.
https://www.youtube.com/watch?v=4FnveHiDEYk
მედიაში ბევრს წერენ ბრედლი კუპრისა და ლეიდი გაგას შორის არსებულ ქიმიაზე, რომელიც ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ გადაღებებზე დაიწყო. „ოსკარის“ სცენაზე კუპერი და გაგა ერთად ავიდნენ, მოგვიანებით კი როიალს ერთად მიუსხდნენ და სიმღერა ჩახუტებულებმა დაასრულეს.
ამ გამოსვლას მაყურებელთა რიგებიდან ადევნებდა თვალს ირინა შეიკი, რომელმაც ამ რომანტიკულ გამოსვლაზე ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. თავის მხრივ კი, Shallow წლის საუკეთესო სიმღერა გახდა.
https://www.youtube.com/watch?v=rSeA5eMGLcA&feature=youtu.be&fbclid=IwAR3Rz6qhgZvG1nKHrYVoiFw_pppURY-WfCNjXk9VDxlcrJVgmV9aRshiKVA