LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი დედასთან ერთად და  ლეიდი გაგა ბოიფრენდის გარეშე  (ფოტო)

ladygaga

კინომსახიობთა გილდიის წლევანდელი დაჯილდოვება საინტერესო იმით გამოდგა, რომ მან პრიზის გარეშე დატოვა წლევანდელი ფავორიტი ფილმი, ბრედლი კუპერის „ვარსკვლავის დაბადება“. ფილმი გილდიის 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა ვერც ერთ კატეგორიაში გამარჯვება ვერ მოიპოვა. საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის პრიზი „შავმა პანტერამ“ მიიღო, ხოლო მამაკაცისა და ქალის როლებისთვის გაგასა და კუპერს პრიზები რამი მალეკმა და გლენ ქლოუზმა წაართვეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მსახიობების გამოჩენა დაჯილდოვებაზე. კუპერს ამჯერად არ ახლდა შეყვარებული, ცნობილი მოდელი ირინა შეიკი. რეჟისორი კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოვებაზე დედასთან, გლორია კამპანოსთან ერთად მივიდა. რაც ეხება ლეიდი გაგას, ის მარტო, ბოიფრენდის გარეშე პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის და ბრწყინავდა „დიორის“ თეთრი ფერის საღამოს კაბაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები