ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი მშობლები გასული წლის მარტში გახდნენ. მას შემდეგ, ახალგაზრდა ოჯახი ცდილობს, დრო ერთმანეთის გარემოცვაში გაატაროს.
ამ დღეებში პაპარაცებმა ვარსკვლავები ქალიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესში, Sunset-ის სანაპიროზე გადაიღო. ოჯახი არაჩვეულებრივად ატარებდა დროს: კუპერი და შეიკი მხის ჩასვლით ტკბებოდნენ, ლეა კი ქვიშაზე ცოცავდა.
შეგახსენებთ, რომ 43 წლის ბრედლი და 32 წლის ირინა ერთმანეთს 2015 წლის გაზაფხულიდან ხვდებიან.