გასულ უქმეებზე საფრანგეთი არამარტო ფეხბურთის მატჩებს, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც მასპინძლობდა: საავტომობილო რბოლის სტუმრები ერთდროულად ბრედ პიტი, ჯეისონ სტეტჰემი, კიანუ რივზი და სხვა ცნობილი მსახიობები იყვნენ.
ბრედ პიტს განსაკუთრებული მისია ხვდა წილად – სწორედ მან მისცა სტარტი ყოველწლიურ 84-ე რბოლას, მოგვიანებით კი თავადაც მიიღო მონაწილეობა. სტუმრებს შორის ასევე ჯეკი ჩანი და პატრიკ დემპსი იყვნენ