LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონს ბოდიში მოუხადა

41

ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ, ბრედმა დაიწყო ვიზიტები ფსიქოთერაპევტთან, არამარტო მავნე ჩვევებისგან გადასაჩვევად, არამედ ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. 12 წლის შემდეგ, ჯენიფერ ენისტონისთვის მან ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა.

ხმები იმის თაობაზე, რომ ჯოლისთან დაშორების შემდეგ პიტი ენისტონს პერიოდულად ეხმიანებოდა, მართალი აღმოჩნდა. ენჯი მათი ნებისმიერი კონტაქტის წინააღმდეგი იყო, ამიტომ ბრედი მთელი ამ წლების განმავლობაში მასთან ხაზზე არანაირი გზით არ გასულა.

ინსაიდერების მტკიცებით, ბრედმა ჯენიფერს მიყენებული ტკივილისთვის ბოდიში მოუხადა  და ეს მოხდა პირველად 2005 წლის შემდეგ. ინფორმატორის ცნობით, ენისტონმა არამარტო მიიღო მისი ბოდიში, არამედ აპატია კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ერთმანეთი ფილმ „მისტერ და მისის სმიტის“ გადაღებებზე გაიცნეს. იმ პერიოდში პიტი ენისტონზე იყო დაქორწინებული, თუმცა ჯოლისთვის ბრედის სტატუსს ხელი არ შეუშლია და ცოლიან პიტთან რომანი გააბა, რომელმაც 12 წელი გასტანა და რომელიც რამდნეიმე თვის წინ დასრულდა. ამჟამად კი, ენისტონი მსახიობ ჯასტინ ტერუს ცოლია და ხშირად აღნიშნავს, რომ ბედნიერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები