LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ყვითელ პერანგსა და ჯინსებში 60-იანი წლების იმიჯით (ფოტო)

49

ჰოლივუდში გრძელდება ქუენთინ ტარანტინოს ახალი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ გადაღებები, რომლის ყოველ სცენას ფოტოგრაფები კვალდაკვალ მისდევენ. ამჯერად პაპარაცების ობიექტივში კვლავ ბრედ პიტი მოხვდა, რომელიც გადასაღებ მოედანზე ახალგაზრდა მსახიობ გოგონასთან ერთად გამოჩნდა.

ცნობილია, რომ ამჯერად ბრედ პიტის გმირის, კლიფ ბუტისა და ჩარლი მენსონის სექტის წევრის, კეტრინ ლუტეისნგერის შეხვედრის სცენას იღებენ. კადრებში ჩანს 60-იანი წლების ძველი ავტომობილი, სადაც ბრედ პიტი ზის და გოგონა, რომელიც მის მანქანასთან დგას. ბრედ პიტს ყვითელი პერანგი აცვია, რომელიც ჯინსებთან აქვს შეხამებული.

შეგახსენებთ, რომ ქუენთინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ სერიული მკვლელის, ჩარლი მენსონის ისტორიას გვიყვება, სადაც ლეონარდო დიკაპრიო ვესტერნის ჟანრის ვარსკვლავის, რიკ დალტონის, ბრედ პიტი კი მისი დუბლიორის, კლიფ ბუტის როლს ასრულებს. სცენარის მიხედვით, პიტისა და დიკაპრიოს გმირები იმ საზარელი მკვლელობის მოწმეები ხდებიან, რომელსაც მენსონის სექტა ჩაიდენს.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები