LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრძოლის ხაზი უკრაინასა და საქართველოზე გადის“ – ოპოზიციამ ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართა

86
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

პარტია „ლელოს“ ორგანიზებითა და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, ბათუმში, უკრაინის საკონსულოსთან, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ერთი მხრივ, მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას, მეორე მხრივ, კი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააპროტესტეს.

მიშელი: დღეს არჩევანი ომსა და ტრაგიკულ მსხვერპლშეწირვას შორისაა – რუსეთმა არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის უნდა გააკეთოს

„სირაქლემას სამარცხვინო პოზაშია დღეს საქართველოს ხელისუფლება მაშინ, როცა პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში რუსეთიც კი არ ახსენეს, როგორც აგრესორი. ამიტომ სიტყვა უნდა თქვას საქართველოს საზოგადოებამ“ – აღნიშნა აქციაზე, „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გენო თებიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატის რეზო ხარაზის განცხადებით კი, „დღეს ბრძოლის ხაზი  უკრაინასა და საქართველოზე გადის.“

უკრაინის საპატიო კონსულმა ქალაქ ბათუმში, როსტომ ნაკაშიძემ კი, რომელიც აქციაზე ასევე იმყოფებოდა, საქართველოს საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოხარულია, რომ ჩვენი საზოგადოება მოძმე ქვეყანას მხარს უჭერს. „ძალიან ვწუხვართ, რომ უკრაინას ისეთივე ბედი აქვს, როგორც საქართველოს. მაგრამ ჯერ გვიანი არ არის, რომ დიპლომატიური ხერხებით სიტუაცია გამოასწორონ.“

ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებიც.

ცნობისთვის, დღეს, 16 თებერვალს, რუსეთისგან შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ერთიანობის დღე“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღნიშნეს. თბილისში ეს ღონისძიება უკრაინის საელჩომ უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიით აღნიშნა.

საელჩოში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით: დავით ზალკალიანი

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ 16 თებერვალი არა თავდასხმის, არამედ ერთიანობის დღედ იქცეოდა.

ამის საპასუხოდ რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს. მიუხედავად ამისა, მოსკოვს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ით ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

15 თებერვალს კრემლმა განაცხადა, რომ მისი სამხედრო ჯარების ნაწილი ბელარუსში წვრთნებს ასრულებს და მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება.

რუსეთის ცნობით, წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები ყირიმსაც ტოვებენ

მასობრივ დეზინფორმაციის საშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ რუსეთის შეჭრის განრიგი მომავალი წლისთვის, მსურს, შვებულება დავგეგმო: ზახაროვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები