ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო, ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების დრო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის “ფეისბუქ” გვერდზე ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომავლო გეგმის ზუსტად გაწერა.
“ჩვენ ვკარგავთ სამშობლოს, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი. დღეს, 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც ამჯერად სკაიპით შემოგიერთდებით, რადგან ყველამ ერთად ზუსტად გავწეროთ და მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.