LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა ყარაბაღისთვის გრძელდება – ალიევი 21 დაღუპულის შესახებ იუწყება

314
e86a-izwfpys3353729

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანის უწყებით გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი და სომეხი სამხედროები ქალაქ ბარდაზე თავდასხმებს ახორციელებს.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმების დროს 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის ინფორმაციით კი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში ქალაქ შუშაზე მიიტანეს, რა დროსაც ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ სომხეთი ყარაბაღის ტერიტორიას ნებაყოფლობით არ დატოვებს, მაშინ მათი გაძევება მოუწევთ.

სამი საზავო შეთანხმების მიუხედავად კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას გმობს ევროკავშირი და მხარეებს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს.