LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა კორონასთან: ფოტორეპორტაჟი საავადმყოფოდან

151
773x435-cmsv2-104ebdba-0a93-5f75-945c-795098557a86-4810494

ამერიკის შეერთებული შტატები, ჰიუსტონი – ეს ის ჰოსპიტალია, რომელშიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს იღებენ.

დღეს ერთი საწოლი გათავისუფლდა, ექიმებმა ვერ მოახერხეს მისი გადარჩენა.

 

ლათინოამერიკელ 66 წლის ქალზე 10 ექიმი ზრუნავდა.

“ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, მთელი ძალისხმევა ჩავდეთ, თუმცა ვერ გავიმარჯვეთ. ეს არის კოვიდ 19-თან ბრძოლის პრობლემა” – ამბობს ექიმების ჯგუფის ხელმძღვანელი იოსებ ვარონი.

მან ტელეფონით მიუსამძიმრა დაღუპულის ქალიშვილს, რომელმაც ბოლო კვირაში დედ-მამა დაკარგა. მამა – სიმსივნით. დაკრძალვაზე 100-მდე ადამიანი იყო. ძალიან ცოტამ დაიცვა ის რეგულაციები, რაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდაა შემუშავებული.

გვერდით ოთახში კიდევ ერთი პაციენტია. 51 წლის ლატანია რობინსონი. ის აპარატის გარეშე ვერ სუნთქავს. ვირუსი შვილისგან გადაედო, რომელსაც თავად უვლიდა. კორონა მის მეუღლესაც გადაედო, თუმცა ლატანიას ის რთულ ფორმებში აქვს.

სასწრაფო დახმარების ცენტში ორი დღე გაატარა, ელოდებოდა საავადმყოფოს, ადგილები რომ გათავისუფლებულიყო.

ტეხასში საავადმყოფოების 80% სავსეა.

ექიმი ვარონი ამბობს, რომ ბოლო 100 დღეა დასვენების დღის გარეშე მუშაობს, ძილით კი სულ რამდენიმე საათს სძინავს.

ექიმი ორ ფრონტზე იბრძვის: გარდა პაციენტებზე ზრუნვისა, ის აქტიურ კამპანიას აწარმოებს და მოუწოდებს ხალხს ატარონ ნიღბები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები