LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე – ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ცნობილია

182
61884198_602198806958625_8223670097508564992_n

ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი არ არის დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე კონკრეტული პირები.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით,  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდბეულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.

“ბრძოლა გრძელდება  ბოლმდე და მოვუწოდებ ხელისუფლებას, აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ. ასევე მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის პოლიტიკურ სპეკულაციებში გამოყენებისგან და უკაცრავად, მაგრამ არავინ იცის ჩემზე უკეთ ჩემი შვილი როგორ დავიცვა,”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრიფინგი ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები