კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტები და სახის კანის მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტი თქვენი კანის 100%-იან სიჯანსაღეს ვერ უზრუნველყოფს, თუ საკუთარ რაციონს ყურადღებას არ აქცევთ. ფრაზა „ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ“, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია. არსებობს პროდუქტები, როლებიც ძალიან უნდა შეამცირონ ან საერთოდ ამოიღონ რაციონიდან იმ ადამიანებმა, ვისაც პრობლემური, აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვს. არის ისეთი პროდუქტებიც, რომელთა რეგულარული მიღებაც სახის კანის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. მაშ, რა ვჭამოთ და რა არა?
პროდუქტები, რომელთა მიღებაც თქვენთვის რეკომენდებული არ არის:
1.რძის პროდუქტები – მიზეზი, რის გამოც ისინი პრობლემურია, არის ძროხის რძეში შემავალი სტრესის ჰორმონები, რომელთა ოდენობაც ამ ეტაპზე საკმაოდ მომატებულია. აკნეს განსაკუთრებით პროგესტერონის და კორტიზოლის მომატებული მაჩვენებლები იწვევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რძე ორგანულია.
2.სწრაფი ნახშირწყლები – თითქმის ყველა სახის დიეტის შედგენისას დიეტოლოგები გვირჩევენ მოვერიდოთ მარტივ ნახშირწყლებს. ისინი ყველაზე უსარგებლო ნივთიერებებია, რომლებიც სისხლში შაქრის დონის უეცარი მომატების და კანის პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
3.ქოქოსის ცხიმი – მიუხედავად იმისა, რომ ბოკლო დროს ქოქოსის ცხიმი მასიურად მოიხმარება კულინარიაში, მისი გადაჭარბებული დოზით მიღებამ შესაძლოა კანის პრობლემები გამიწვიოს.
4.შოკოლადი – ყველასთვის საყვარელი შოკოლადი აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. აღსანიშნავია, რომ რძიანი შოკოლადი ამ მხრივ ნაკლებ პრობლემურია. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი კაკაოზე ახდენს რეაგირებას და რაც უფრო მეტია მისი შემცველობა შოკოლადში, უფრო დიდი შანსია, გამონაყარი გაგიჩნდეთ.
რა უნდა მიირთვათ იმისათვის, რათა თქვენი კანი ჯანსაღი და სუფთა იყოს?
1.პრობიოტიკები – მთავარი გზა ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის და კანისაკენ. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პრობიოტიკებს კეფირი შეიცავს.
2. ომეგა 3 – ცხიმოვანი მჟავა – უნიკალური ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს თითქმის ყველაფერში ეხმარება: დაბერების პროცესის შენელებიდან დაწყებული, ძილის რეჟიმის მოწესრიგებით დამთავრებული. ომეგა 3 ძალიან კარგია კანისთვისაც.
3. ანტიოქსიდატები – კენკრა და მწვანილი აკნესთან ბრზოლასი თქვენი საუკეთესო მეგობრები არიან. ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ისინი შეიცავენ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის და ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას.
4. თუთია – ამ ნივთიერებით მდიდარია თხილეული, განსაკუთრებით ნუში და ფისტა, ასევე ბანანი. მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ და რომელიმე მათგანის მიმართ ალერგიული არ იყოთ. ასეთ შემთხვევაში, ეს პროდუქტები შეუფასებელ სამსახურს გაგიწევენ.